20-04-2023
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, ოპოზიციის ინიციატივა, სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის გამოძიების მიზნით, საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, ორჯერ ჩავარდა. ორივე შემთხვევაში ქვორუმი არ შედგა, ვინაიდან უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, რითაც, მათივე შეფასებით, სასამართლო სისტემას დაუჭირა მხარი.სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, ოპოზიციის ინიციატივა, სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის გამოძიების მიზნით, საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, ორჯერ ჩავარდა. ორივე შემთხვევაში ქვორუმი არ შედგა, ვინაიდან უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, რითაც, მათივე შეფასებით, სასამართლო სისტემას დაუჭირა მხარი -
საკითხზე "ღამის კურიერის" ეთერში მმართველი გუნდის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და მოსამართლეების დასანქცირება, რომელთაგან 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლეა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან "წელს ქვემოთ დარტყმას" ნიშნავდა.
"ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლოს ნაწილში კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ზუსტად ამიტომ იყო ეს სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობა. ჩემი აზრით ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად იმისთვის, რომ ახლა მომხდარიყო.
ამიტომ, რა თქმა უნდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, იმ რეკომენდაციებში სწორედ სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართული რეფორმებია ნაგულისხმევი და არა ასე ზოგადი სანქციები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ჟესტი არ განმეორდეს და წინასწარ იყოს ეს საკითხები გავლილი. სწორი ასეა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, როდესაც ასე კორუფციასთან არიან კავშირში და ამიტომ ვასანქცირებ, ეს ნამდვილად წელს ქვემოთ დარტყმაა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.