გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

20-04-2023

 „გამოწვევებთან ერთად, იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2022 წელს, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ხოლო 2023 წელს, ლაბორატორიას მიენიჭა რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 350-ზე მეტი კვლევაა დანერგილი, აქედან 95% რეფერენს მეთოდია.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ საშუალება, პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე მოახდინონ მისი კონტროლი.