გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოდანაშაული შესაძლოა სიკვდილით დასჯადი გახდეს

27-07-2018

ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის  გამკაცრებას პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნით მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ sputnik-abkhazia წერს.

კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ასევე ბრალდებულის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ა მოხდება.

ცვლილების ინიციატორია ე.წ. დეპუტატი დიმიტრი დბარი, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბობს მო­რა­ტო­რი­უ­მი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე, რო­მე­ლიც ახლა, შესაძლოა, ახა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­იც­ვალოს.

imedinews.ge