20-04-2023
მესამე დღეა, „რუსული ოცნება“აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს. ამ ამბავში ერთი რამ არის კარგი: ხდება სრული ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გამეფებულია არა უბრალო, არამედ სისტემური კორუფცია, რომელშიც ჩართულია სასამართლო, მთელიმართლმსაჯულების სისტემა, პარლამენტი და ყველა დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურა - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ყველანი ექვემდებარებიან ბატონ ივანიშვილს - დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დასრულებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეებით.
"მათ აერთიანებთ ერთი რამ, შეინარჩუნონ ძალაუფლება და განაგრძნონ ჩვენი ქვეყნის ძარცვა!
ამიტომაცარ უნდათ ევროკავშირი, რადგან ევროკაშირში ასე ვერ გაგრძელდება. „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში ვერ მოხვდეთ, მაგრამ მაინც მოხვდებით, რადგან საქართველოს მოსახლეობის 90 % აქვს ურყევი სურვილი, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.