გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სააპელაციო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

21-04-2023

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.


სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში,  ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. მსჯავრდებულებმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს. 


წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა მომხდარის შესახებ   მეგობარს უთხრეს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.


სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ", მეორე ნაწილის ნაწილის ,,ე", მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები), ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი)  სამ მსჯავრდებულს   20 და 21 წლით,  არასრულწლოვან მსჯავრდებულს 12 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილი) მსჯავრდებულს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.