გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის მერიაში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს უმასპინძლეს

21-04-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტან მაისურაძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მერიაში სტუდენტებს შეხვდა.

 

მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების წახალისების მიზნით, კასპის მერიის ინიციატივით ერთი სასწავლო სემესტრის ვადით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტს ქულათა რაოდენობის რიგითობის მიხედვით სტიპენდია ენიჭებათ.

 

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა სტუდენტებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ამასთან ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას, ხელმისაწვდომობასა და ამ პროცესში სახელმწიფოს აქტიურ როლს. ,, თქვენი მოტივაცია და მიზანდასახულობა მნიშვნელოვანია როგორც თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის. თქვენ ხართ ის მომავალი თაობა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა შექმნას და რომლის საწინდარი განათლებაა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს ინიციატივებს, იდეებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროექტებს“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

 

ტარიელ შარიფაშვილის სახელობითი სტიპენდია 2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნითა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ტარიელ შარიფაშვილი 1992-1993 წლებში კასპის რაიონის გამგებელი და ასევე, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მეთაური იყო, რომელიც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

 

სახელობითი სტიპენდია ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარსდა და წარმატებულ სტუდენტებს ენიჭებათ. სტიპენდიის მიზანია ფინანსური, მორალური მხარდაჭერა და წახალისება. ვულოცავ თითოეულ მათგანს, მერია კი ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას და მათ განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.