« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
27-07-2018
საქართველოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნის მიზნით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ქ.ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელის - ჟორა სნხჩიანის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაძესა და პარლამენტის წევრ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან. შეხვედრაზე იმყოფებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, თანამდებობის სხვა პირები, სამინისტროს წარმომადგენლები, ნინოწმინდის -ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ელმირა ქსპოიანი და ქ.ნინოწმინდის წმინდა სარგისის ეკლესიის სასულიერო პირი - არმაშ პოღოსიანი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიდევ ერთი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნას, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და რომელიც მისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის ბოლოს ჰაიოს-ქართლოსის პარკში ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა და ბატონმა ენზელ მკოიანმა, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, პატივი მიაგეს ამავე სახელობის ძეგლს და შეხვედრა ყვავილების მიძღვნით დააგვირგვინეს.