გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა უნგრეთის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

22-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უნგრეთის ელჩს,  ანა მარია შიკოს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა. 

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის ელჩს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. 

 

გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა – “StipendiumHungaricum“, რომელიც ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მხარეებმა აღნიშნული გაცვლითი პროგრამის გაფართოების საკითხზე და სტუდენტთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების გზებზეც იმსჯელეს. 

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. 

 

თავის მხრივ, უნგრეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მინისტრის უნგრეთში ვიზიტის საკითხი განიხილეს, სადაც გიორგი ამილახვარი უნგრელ კოლეგასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელებს.