გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას თსუ-ს ჯილდო გადაეცა

22-04-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დააჯილდოვა.


ლაბორატორიას ჯილდო უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, სტაჟირების პროგრამებისა და სტუდენტთა დასაქმებისთვის გადაეცა.


„სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს.ლაბორატორიაში არაერთმა სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა; სტუდენტების ნაწილი კი, ლაბორატორიაშია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ქეთევან თოთლაძემ.