გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამთა მეგრელიშვილი: “ქოლცენტრების საქმემ” კეზერაშვილი გაანულა, რატი ალექსიძის დაკავებით კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თეთრი ძაფი რომლითაც ამ საქმეს კერავთ

23-04-2023

 „ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთში რატი ალექსიძე დააკავეს, დიახ ის რატი ალექსიძე რომელიც დღემდე კეზერაშვილის და ირაკლი სვანიძის ახლო მეგობარია.“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მათ შავ საქმეში სწორედ რატი ალექსიძე გაიწირა.

 

“ქოლცენტრების საქმემ“ კეზერაშვილი გაანულა. იფიქრა, იფიქრა და ისრების ქართული ოცნებისკენ გადმოტანა სცადა, რაც არ გამოვიდა! ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთში რატი ალექსიძე დააკავეს, დიახ ის რატი ალექსიძე რომელიც დღემდე კეზერაშვილის და ირაკლი სვანიძის ახლო მეგობარია. მათ შავ საქმეში სწორედ ის გაიწირა.

 

ჩასვრილებო, ისრების გადატან გადმოტანა არ გამოგდით. თქვენი მეგობრის, რატი ალექსიძის დაკავებით კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თეთრი ძაფი რომლითაც ამ საქმეს კერავთ. კეზერაშვილო მოემზადე, შენთანაც მოდიან!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.