გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია

23-04-2023

“კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას", - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

მისი თქმით, კეზერაშვილის საქმე ვერაფრით გადაიფარა და ახლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" "საზარბაზნე ხორცად საკუთარი გარემოცვის წევრი გამოიყვანა. "მოსამართლეების თემით ვერ გადაფარეს... კომისიის თემით ვერაფერი ქნეს... კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას.. ჰო და ახლა, "საზარბაზნე ხორცად" საკუთარი გარემოცვის წევრი გამოაგდეს, თან ყველაზე მაგარი "ნარატივით" - მინისტრის ბიძაშვილის ცოლის დის ყოფილი ქმარიო თუ რაღაც ეგეთი სისულელე... ბიჭო, თქვენ მაგრად გაჟრიალებთ. კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია. ეგ ნაგავი თქვენია და თქვენვე მოგიწევთ მაგის ზიდვა!


P.S. არ გაგიკვირდეთ, ხვალ საკუთარი მამიდები რომ გამოფინონ სააშკარაოზე, ოღონდ კეზერაშვილი გაათეთრონ, მაგრამ... როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე კეზერასგან ვერ გამოძერწავთ უდანაშაულოს", - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.