24-04-2023
„სხვადასხვა თემატურ საკითხზე, იქნება ეს კომიტეტებისა, თუ, ზოგადად, სესიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხმა და პოზიცია სათანადოდ არის წარმოდგენილი და მხარდაჭერილი ჩვენ მიერ“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და დელეგაციის წევრები ძალისხმევას არ დაიშურებენ საქართველოს პოზიციის სწორად წარმოსაჩენად.
„ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთობლივად ვმსჯელობთ დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების საკითხებზე. საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა იყოს და არის კიდეც სათანადო დონეზე წარმოდგენილი და სხვადასხვა თემატურ საკითხზე, იქნება ეს კომიტეტებისა, თუ, ზოგადად, სესიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხმა და პოზიცია სათანადოდ არის წარმოდგენილი და მხარდაჭერილი ჩვენ მიერ“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.