გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

24-04-2023

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბრალდებულმა  დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზრალებულის გადარჩენა მოხერხდა.  


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.