გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ყაზბეგში მებაჟეებმა 768 250 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ტელეფონების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

24-04-2023

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილისა და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 462 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი (Iphone 166 ცალი, Samsung 296 ცალი) გამოავლინეს.


საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 768 250 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.