გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავში მოსწავლეების ხელმოწერების საფუძველზე სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა

30-07-2018

რუსთავში 10-12 წლის მოსწავლეებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ქალაქის მერიას გომელაურის ქუჩაზე სპორტული მოედანი და საბავშვო სკვერის მოწყობა სთხოვეს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

მოედნისა და სკვერის მოსაწყობად მოსწავლეებმა სამეზობლოში ხელმოწერების შეგროვება თავად გადაწყვიტეს. საბოლოოდ, მათ რუსთავის მერიაში 200-მდე ადამიანის ხელმოწერილი თხოვნა შეიტანეს. მერიამ ამ თხოვნაზე თანხმობა გასცა.

მერიის საპასუხო წერილის თანახმად, უახლოეს დღეებში დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესყიდვა და ძველი და ამორტიზებული მოედნების ადგილზე სპორტული და საბავშვო მოედნები მოეწყობა.




imedinews