გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ჩვენ დაახლოებით 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ დიაბეტის მქონე ყველა ბავშვს, წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, ანალიზებსა და მკურნალობას ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად

24-04-2023

მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამას გამოეხმაურა.


„ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით. ვაფინანსებთ ყველა ბავშვს. ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლა, ამიტომ, რა თქმა უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება,"- აღნიშნა პრემიერმა.