გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული საბჭოს გადასაწყვეტი

24-04-2023

ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით თორმეტივე პუნქტს, ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, ივნისის სესიის დასრულებამდე, აქედან გამომდინარე, ქვეყანა და ხელისუფლება ყველანაირად დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსი დეკემბრის თვეში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში იღებს მონაწილეობას.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია, კოლეგებს მიაწვდის ინფორმაციას 12 პუნქტის შესრულების პროცესში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის როლთან დაკავშირებით.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დიდწილად დამოკიდებულია როგორც გეოპოლიტიკურ, ისე რეგიონულ ვითარებაზე.

 

„კოლეგებს გავუზიარებთ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეხება 12 პუნქტის შესრულებას - ეს არის თითოეული პუნქტის შესრულების შინაარსი, პროცესი, რომელიც წარიმართა. ვისაუბრებთ, თუ რა როლი შევასრულეთ ჩვენ 12 პუნქტის შესრულებაში და ასევე საუბარი გვექნება ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე ამ პროცესებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კოლეგები, პარტნიორები იყვნენ მთლიანად ინფორმირებულები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან ეს ინფორმაცია, უნდა გახდეს მოსაზრებების ჩამოყალიბების საფუძველი ჩვენი ქვეყნის გარშემო და საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, შანსი 50/50-ზეა.

 

ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენ 100%-ით მზად ვიქნებოდით დეკემბრისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის სუბიექტურია და დამოკიდებულია გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება წინასწარ არ ღირს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული საბჭოს გადასაწყვეტი“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან დაგეგმილ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ორივე მომხსენებელთან განხილული იქნება, თუ როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. ასევე, ქართული მხარე მათ გაუზიარებს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომელიც მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხება.

 

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ ჩვენს კოლეგებთან სასაუბროდ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები, ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას. ჩვენ გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზეც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ორივე მომხსენებელს“ - განაცხადა კობახიძემ.