გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი, შესაბამისად, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას

24-04-2023

„დავით ზურაბიშვილი, ნამდვილად უცხოელი აგენტია აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცით თუ რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როდესაც ის საუბრობს ბიძინა ივანიშვილის პატიმრობის ორდერის გამოწერაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

კობახიძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ არსებობს ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. როგორც პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, ხელისუფლებაც და ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად გაუძლებს წნეხს და შეინარჩუნებს მშვიდობას საქართველოში, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას დავით ზურაბიშვილი ან სხვა.

 

„დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ისიც გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ ზეწოლა ძალიან დიდია ხელისუფლებაზე, ჩვენზე, მაგრამ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს გაჩერებული თანხები, ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს მის წინააღმდეგ და უფრო მეტიც მას ემუქრებიან ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჯერ კიდევ ინტერესი არ გამქრალა, ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ აქ გაიხსნას მეორე ფრონტი და სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი.

 

ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ, ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია ჩვენს ქვეყანას, ამ პროცესებსაც გავივლით და ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას, რომელიმე უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი ან სხვა, ან თვითონ გლობალური ომის პარტია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.