გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიწის გასხვისება უცხოელებზე – ეკონომიკური სარგებელი თუ უსისხლო ანექსია

6-11-2017

მიწის გასხვისების საკითხი საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს.
ამის შესახებ ჩვენთან საუბარში იორმუღანლოს მცხოვრებლებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ. დუზაგრამის მკვიდრი, მუსლიმ აბუზაროვი ამბობს, რომ სოფლის საძოვარი უკვე გაყიდულია.

მიწის გაყიდვის საკითხი განხილვის საგანი რმადენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გახდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ის უცხოელებზე მიწის გასხვისების მკვეთრად აკრძალვას არ ეთანხმება.
პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინა ფოხველშვილი. ის არ ეთანხმება გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიების გაყიდვა, არის უსისხლო ანექსია.

როგორც ირინა ფხოველიშვილი ამბობს, აუცილებელია, რომ სოფელი გაძლიერდეს. მთელმა სამთავრობო გუნდმა ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იმუშაოს და არა იმაზე, რა ცვლილება შეიტანონ ორგანულ კანონში ისეთი, რომ მიწა ვიღაცას მიჰყიდონ.“


წყარო: რადიო "ივრისი"