გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზუგდიდელ მსოფლიო ჩემპიონს მერმა 2000 ლარი გადასცა

30-11-2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მსოფლო ჩემპიონ დავით ქირიას გამარჯვება მიულოცა და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად 2000 ლარის გადასცა. სპორტსმენს ლაშა გოგიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ და მერის მოადგილე მაიზერ ნანავაც შეხვდა. გოგიამ მას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით დავით ქირიას მწვრთნელმა ბაჩუკი ფარცვანიამაც მიიღო.

ზუგდიდელმა სპოტრსმენმა დავით ქირიამ პარიზში გამრთულ ფრანგულ კიკბოქსინგის (სავატე)მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მან ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში მოქმედი ჩემპიონს ფრანგ ლუდოვიკ ნასიბოუს სძლია. დავითი ქირია ამჟამად არის გლორის მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგულ კიკბოქსინგში (სავატე) და ევროპის ჩემპიონი კარატეში.


წყარო: რადიო "ათინათი"