გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს პოზიცია მსოფლიო ბანკის 2023 წლის ლოგისტიკის ინდექსში 40 საფეხურით გაუმჯობესდა

25-04-2023

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში (Logistics Performance Index-LPI) საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა. 2023 წლის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 119-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული ინდექსი 2018 წლის შემდეგ პანდემიის გამო არ გამოქვეყნებულა. ლოგისტიკის ინდექსის 2023 წლის მონაცემებით საქართველოს აქვს 2.7 ქულა.


Logistics Performance Index (LPI) ინდექსის გაუმჯობესება ცხადყოფს საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური როლის გაძლიერებას საერთაშორისო ვაჭრობასა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში.


ლოგისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს, გამოავლინონ გამოწვევები და შესაძლებლობები საერთაშორისო სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში. ინდექსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკური ბაზრის მონაწილეების გამოკითხვის მიხედვითაა შედგენილი. შეფასება ხდება 6 სხვადასხვა კრიტერიუმით. მათ შორისაა, საბაჟო - საზღვრის კვეთის პროცედურების ეფექტიანობა; ლოგისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ეფექტურობა; კონკურენტუნარიანი ფასების მქონე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზების სიმარტივე; ლოგისტიკური მომსახურების ხარისხი და კომპეტენცია; გადაზიდვის მიკვლევადობისა და თვალყურის დევნების შესაძლებლობა და დაგეგმილ დროში ტვირთის დროულად მიწოდების მაჩვენებელი.