გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: წარმოიდგინეთ რა გველოდება წინ თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას არ გაუწევს სუდანისმაგვარ სცენარს

25-04-2023

„ასეთი დრამატურგიითა და თანმიმდევრული სცენარით ახდენს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის დივერსიფიკაციას, გლობალური ომის პარტია!“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და სუდანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, თუ როგორ მივიდა სუდანი ომამდე.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, პოლიტიკაში დამთხვევები არ არსებობს.


„აი, ასეთი დრამატურგიითა და თანმიმდევრული სცენარით ახდენს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის დივერსიფიკაციას, გლობალური ომის პარტია! რა მოხდება თუ კი საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ წინააღმდეგობას არ გაუწევს სუდანისმაგვარ სცენარს...


წარმოიდგინეთ რა კინო გველოდება წინ! ქვემოთ იხილეთ სუდანის სამხედრო კონფრონტაციის მარტივი ანატომია. არანაირი ანალიტიკა, მხოლოდ ფაქტები! ერთი გავითვალისწინოთ, პოლიტიკაში დამთხვევები არ არსებობს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.