პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გივი მიქანაძე: IRI-ის კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს

25-04-2023

კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს IRI-ის კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა და ეს თვითონაც კარგად იციან.

 

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკვირდება ნეიტრალური თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რეიტინგები. ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაშია და ეს თვითონაც კარგად იციან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ამის მარტივი დადასტურებაა რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რომ ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის აქციები როგორც რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ის ე.წ. მთავარი აქცია, რომელიც 9 აპრილს დაამთხვიეს და ვნახეთ, რომ ეს იყო ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა. ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის, იმ პოლიტიკის და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. საზოგადოება მიხვდა, რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.