გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას სრულად გამოვიყენებთ საქართველოს ინტერესების კიდევ უფრო მეტად დაცვისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის

25-04-2023

პოზიტიურად მიდის საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. გუშინ, სესიის პირველ დღეს, ჩვენ მოვისმინეთ ლიდერების მიმართვები, ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლები. ასევე, პლენარული სესიის გარეთ, გვქონდა ჩვენს კოლეგებთან შეხვედრები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

 

მისი განცხადებით,  საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომლებსაც  ყველა საინტერესო საკითხზე არგუმენტირებულ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

„ამ ორი დღის განმავლობაში, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომლებთანაც გავცვლით ინფორმაციას ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

 

ბუნებრივია და გასაკვირი არ არის, რომ იქნება ის საკითხებიც, რომლებსაც ოპოზიცია მწვავედ აყენებს და ჩვენ ყველა ასეთ საკითხზე გვაქვს არგუმენტირებული პასუხები და ინფორმაცია. ამ სესიას სრულად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული და რაც მთავარია, ჩვენს პარტნიორებს საქართველოზე ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია.

 

დანარჩენი უკვე არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და ბუნებრივია, საქართველო თავის მხარეს არ დატოვებს არც ერთ მიზეზს, რის გამოც, ევროპამ შეიძლება თავი შეიკავოს საქართველოს მხარდაჭერისგან. თუ იქნება სამართლიანი შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, საქართველო, რა თქმა უნდა, დღესაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსზე ევროპის მხრიდან დადებით გადაწყვეტილებას.

 

ევროპის საბჭოში პოლიტიკოსებისთვის იმ ინფორმაციის გაზიარება, რაც ეხება ქვეყანაში დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ მაქსიმალურად“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.