გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა

25-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა და მასთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კემლინ ფურლის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

თავის მხრივ, UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა სამინისტროსთან არსებული პარტნიორობით და დადებითად  შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და გეგმებზე იმსჯელეს.

 

კემლინ ფურლიმ საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.