გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თსუ ბიბლიოთეკას ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა პირადი კოლექციები გადაეცა

25-04-2023

ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დამსახურებული უნივერსიტეტელების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების: ოთარ ჯაფარიძის, ზურაბ კიკნაძის, ოთარ ბაქანიძის, გოჩა ჯაფარიძისა და ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პირადი კოლექციები გადაეცა. უნიკალური კოლექცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დარგობრივ მრავალფეროვნებას.

 

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც საზოგადო მოღვაწეების სახელს უკავშირდება, ასევე, ხაზი გაუსვა  წიგნადი ფონდის მნიშვნელობასა და ღირებულებას.

 

საკოლექციო წიგნადი ფონდი არის როგორც ქართულ ისე უცხოურ ენებზე და მისი დიდი ნაწილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო, მხატვრულ ლიტერატურას ეთმობა. გარდა ამისა, კოლექციაში შედის ღირებული და დიდი მემკვიდრეობის მქონე არქივები, რომლის სპეციალურ დამუშავებასაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

 

ღონისძიების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში გაფორმდა შემოწირვის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა და კოლექციათა შემომწირველებმა.