გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება საქართველოში დაკვეთილი პოლიტიკური კვლევები მათთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად

26-04-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე IRI-ს კვლევას აფასებს. როგორც დეპუტატი წერს, კვლევა მიზნად საზოგადოებაში ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო განწყობების შექმნას ისახავს.


„გუშინ იყო IRI, ხვალ იქნება NDI, თუმცა, უცხოური ორგანიზაციების მიზანი ერთია - შექმნან საზოგადოებაში წინასაარჩევნო განწყობები ოპოზიციის სასარგებლოდ.


რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება საქართველოში დაკვეთილი პოლიტიკური კვლევები მათთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. IRI-ს კვლევაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების არც ერთი კვლევის შედეგი არჩევნების შედეგებს არასოდეს დამთხვევია, მაინც ჯიუტად განაგრძობენ ხალხის მოტყუებასა და მომაკვდავი ქართული ოპოზიციის რეანიმაციას.


ეს კვლევა არის „ნაცმოძრაობის“ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების ტოლფასი, სადაც ჟანგბადს მაღალი წნევით აწვდიან, მაგრამ მაინც არ ყოფნის.


კვლევაში რამდენიმე საყურადღებო მესიჯია, რომლის აგორებასაც კვლევის დამკვეთები აუცილებლად შეეცდებიან. ვიოლა ფონ კრამონმა ევროპიდან გვითხრა, რომ მოსახლეობის 89% ევროკავშირში შესვლა სურს და ამ კვლევით ჩვენ დასავლეთთან ბრძოლა წავაგეთ. ქალბატონ კრამონს ავიწყდება, რომ იმ პროცენტებში ჩვენი ხმებიც არის. ჩვენ ბრძოლა კი არ წავაგეთ, არამედ მოვიგეთ, რადგან მოსახლეობის არჩევანს რეალობად მალე სწორედ ჩვენ ვაქცევთ, განსხვავებით მათგან მხარდაჭერილი ქართული ოპოზიციისგან - ისინი დღეს ყველაფერს აკეთებენ, რათა არ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. IRI-ის კვლევაზე, 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ვერცერთმა პარტიამ კანდიდატის დაყენებაც რომ ვერ გაბედა, ეს არის ყველაზე კარგი დასტური, თუ რამდენად აცდენილია კვლევა რეალობას.


მათი კვლევით, საქართველოში კრიმინალებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე - ქველმოქმედებს. ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა. რაც უფრო მეტ ასეთ არარეალური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებენ უცხოური ორგანიზაციები, მით უფრო მეტად შეილახება მათი სახელი.


როდესაც 11 წლის განმავლობაში ვერც ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ვერ ამთხვევ, ან კვლევა უნდა შეწყვიტო, ან - ხალხის მოტყუება. თუმცა, ხალხმა ეს ტექნოლოგიებიც კარგად შეითვისა და აღარ ტყუვდება“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.