გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლიეტუვის პარლამენტმა არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნება დააკანონა

26-04-2023

ლიეტუვის სეიმმა 25 აპრილს მიიღო კანონი, რომელიც საზღვარზე არალეგალური მიგრანტების უკან დაბრუნებას აკანონებს.


კანონში "სახელმწიფო დაცვის და საზღვრის შესახებ" ცვლილება უკვე შევიდა. მას მხარი პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა, 8 იყო წინააღმდეგი, 20-მა კი თავი შეიკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები, საზღვარზე მიგრანტების განდევნის არსებულ პრაქტიკას აძლიერებს.


განახლებულ კანონს უკვე მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ ცვლილებები ლეგიტიმაციას უწევს გაძევებას, პრაქტიკას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.


"Amnesty International"-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კანონი „შუქს უნთებს წამებას".