გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს

26-04-2023

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპაში ქართული სახელისუფლებო დელეგაციის წარმატებული ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, აღნიშნული აჩვენებს, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს.

 

„ევროპაში ქართული სახელისუფლებო დელეგაციის წარმატებული ვიზიტის შედეგად, ოპოზიციას შანსი აღარ რჩება თავიანთი მავნებლური საქმიანობის გაგრძელების, რათა ხელი შეგვიშალონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე. ევროპის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ბოლო დღეებში საქართველოს პრემიერის თუ საპარლამენტო ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, მკვეთრი მესიჯებია ევროპისთვისაც და ქართული ოპოზიციისთვისაც.

 

არა ხვეწნა, არა მუდარა და მორჩილება, არამედ თავაწეული, თანასწორუფლებიანი პარტნიორობის შეთავაზება ყველა სახელმწიფოსთან - ეს იყო ქართული სახელისუფლებო დელეგაციის მიერ საქართველოს ღირსეულად წარმოჩინება. მართალია, ჩვენი ოპოზიცია ფიქრობს, რომ მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით და მუხლებში ჩავარდნით გვაქვს შანსი მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ სინამდვილეში ეს მათი მონური ყოფის სახეა.

 

ქართველი ხალხი და ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ მონობა შეუთავსებელია ქართველისთვის და ასეთი დამოკიდებულებით არც ერთ თანამეგობრობაში არ გვსურს ყოფნა. თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა კითხვები საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ, პოლიტიკური პოტენციალის შესახებ, ქართული დელეგაციის თამამი განცხადებების და ევროპელების მხრიდან მათდამი დამოკიდებულების შედეგად, ალბათ რეალობაში დარწმუნდა.

 

რაც შეეხება გივი მიქანაძის არჩევას ძალზედ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო რეფორმაც მაღალ დონეზეა. ამ დღეებმა გვითხრა ის, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.