გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ფანტასტიკის ჟანრია - უკრაინული სამხედრო დაზვერვა საკუთარ ქვეყანაში გამანადგურებელი ომის დროს, ვერტმფრენებით აფრიკის შუაგულში აგზავნის თავის მედესანტეებს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად

26-04-2023

არ მინდა გამოგვეპაროს ქართველი და უკრაინელი ნაცების მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც 2021 წლის მოვლენების სრული "დეჟა-ვიუ"-ა. ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად გამოყვანის თვალსაზრისით. ამ მიზნით დამყარებული იქნა საქმიანი ურთიერთობები ახალ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომლის მხრიდანაც ამ პროცესებისადმი აბსოლუტური ხელშეწყობა იყო. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა არ შედიოდა სექტანტების გეგმებში - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი და უკრაინელი ნაცების ჩანაფიქრი, რომ "ფარჩაკი" საქართველოს ხელისუფლების მოქალაქეები გადაარჩინონ, ამ თემას აუცილებლად ააფრიალებენ "ქურქუმალები", რადგან იმდენად პრიმიტიულად პროგნოზირებადები გახდნენ, რომ მათი გეგმების ამოცნობაც ინტერესმოკლებულია.

 

„არ მინდა გამოგვეპაროს ქართველი და უკრაინელი ნაცების მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც 2021 წლის მოვლენების სრული "დეჟა-ვიუ"-ა.

 

ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად გამოყვანის თვალსაზრისით. ამ მიზნით დამყარებული იქნა საქმიანი ურთიერთობები ახალ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომლის მხრიდანაც ამ პროცესებისადმი აბსოლუტური ხელშეწყობა იყო. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა არ შედიოდა სექტანტების გეგმებში. კერძო უცხოური კომპანიების მეშვეობით, დაქირავებული მებრძოლების სტატუსით, ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობას იღებდა და ჩარჩენილი იყო 23 საქართველოს მოქალაქე (13 - კანადური კერძი დამქირავებელი კომპანიის კონტრაქტორი, ხოლო 6 - ამერიკული კომპანიის კონტრაქტორი).

 

ვინაიდან ყველა მათგანი თავის დროზე სააკაშვილის მიერ იყო შერჩეული "უკრაინული ლეგიონისთვის", სექტანტების მითითებით, ეს კონტინგენტი ხელოვნურად ცდილობდა ჩაეშალა საქართველოს მთავრობის ნებისმიერი მცდელობა მათი სახლში დაბრუნების მიზნით. ეს იყო საჭირო, ერთის მხრივ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების უმოქმედობაში დადანაშაულების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ - როგორც ჩანს, სააკაშვილი ცდილობდა არ დაეშვა ამ "ბოევიკების" საქართველოში დაბრუნება.

 

ჩვენმა მთავრობამ, თავის თურქ პარტნიორებთან ერთად, დროულად უზრუნველყო სამი თურქული ავიაბორტის მომზადება, რომლებსაც შეეძლო ქართველი "ნაიომნიკების" სამშობლოში დაბრუნება. სააკაშვილისაგან მიღებული დავალების თანახმად, დათქმულ დროს, ისინი არ გამოცხადდნენ საჭირო ადგილას. იმ მომენტისთვის, ადგილობრივმა თალიბებმა უკვე მოახდინეს ამ მებრძოლების მშვიდობიანი განიარაღება და არანაირ დაბრკოლებას არ უქმნიდნენ მათ აეროპორტისკენ გადაადგილებაში.

 

მაგრამ, მათთვისაც შეიძლება გაუგებარი გამხდარიყო ამ პირთა უცნაური მოქმედება და მაშინ თალიბანი მათ მიმართ რას მოიმოქმედებდა, ამის პროგნოზი ძნელი იქნებოდა. როგორც ჩანს, ზუსტად ამას ელოდებოდა სააკაშვილიც, რათა შემდგომ ისტერიული კამპანია წამოეწყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც "თალიბანის ტყვეობაში ჩატოვა ქართველი მეომრები" და "უარი უთხრა სააკაშვილს, რომელიც მზად იყო კერძო თვითმფრინავით ამათი უკრაინაში დასაბრუნებლად".

 

რამ გამახსენა დღეს ავღანეთის ეს ორი წლის წინანდელი ისტორია და სუდანში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის ამბებმა. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი თანამემამულეების ავტობუსებით ეგვიპტეს ტერიტორიაზე გადასაყვანად, უკრაინულმა მხარემ გამაოგნებელი განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ძალებით მოხდა სუდანში ჩარჩენილი 138 მოქალაქის "გმირულად" გადარჩენა, საიდანაც 87 უკრაინელი, დანარჩენები კი - პერუსა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ფანტასტიკის ჟანრის ცალკე თემაა, რომ უკრაინული სამხედრო დაზვერვა საკუთარ ქვეყანაში გამანადგურებელი ომის დროს, ჰოლივუდის "ბოევიკების" საუკეთესო ტრადიციებში, ვერტმფრენებით აფრიკის შუაგულში აგზავნის თავის მედესანტე-"რემბოებს", რომ ამ "ფარჩაკი" საქართველოს ხელისუფლების მოქალაქეები გადაარჩინონ. მზად იყავით, ამ თემას დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად ააფრიალებენ "ქურქუმალები", რამეთუ იმდენად პრიმიტიულად პროგნოზირებადები გახდნენ, რომ მათი გეგმების ამოცნობაც ინტერესმოკლებულია უკვე...“ - წერს ქართველიშვილი FACEBOOK - ზე.