გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით კაჭარავა ფონდ ,,ქართუსგან" რაგბის კავშირისთვის 14 სარაგბო ბაზის გადაცემაზე: უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში!

26-04-2023

რაგბის კავშირს ფონდ ,,ქართუსგან" 14 სარაგბო ბაზა გადაეცა. ,,შევარდენის" ბაზაზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

 

ინფრასტრუქტურის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავამ.

 

დავით კაჭარავა ფონდ ,,ქართუსგან" რაგბის კავშირისთვის 14 სარაგბო ბაზის გადაცემას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:

 

„უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში! მადლობა!“- წერს დავით კაჭარავა. ცნობისთვის, სარაგბო სტადიონები და ბაზები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია. თუმცა პროექტის ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირს ფონდ ,,ქართუსგან'' გადაეცა გორში ორი ახალი მოედანი, ქუთაისში - ოთხი, ბათუმში - ორი, ფოთში - ორი, ასპინძაში - ერთი, თელავში - ორი, რუსთავში - ორი, მარტყოფში - ორი, თბილისში კი - რვა მოედანი. ეს მოედნები საშუალოდ 500-იდან 3 000-მდე მაყურებელს დაიტევს და ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას.