30-07-2018
გარდაცვლილი სავარაუდოდ, აჭარაში, მდინარე ჭოროხში დაკარგული კაცია, რომელსაც მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
51 წლის კაცი 27 ივლისს სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი თანმხლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.