გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ

26-04-2023

„კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ყოველ ჯერზე აცდენილია რეალობას.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გამოქვეყნებული კვლევები სიმართლესთან ერთად ცრუ ინფორმაციასაც აპარებს ხალხს, რაც ემსახურება საზოგადოების აზრის ფორმირებას.

 

„კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ყოველ ჯერზე აცდენილია რეალობას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები მანიპულირებენ ისეთი მნიშვნელოვანი თემებით, როგორიცაა ეკლესია, საპატრიარქო, ჯარი, მყარი ინსტიტუციები და სიმართლესთან ერთად გვაწვდიან ცრუ ინფორმაციასაც, რათა ეს იყოს ადვილად დასაჯერებელი. მაგალითად, ავიღოთ პატრიარქის რეიტინგი, რომელიც არის 91%.

 

თუ გავაანალიზებთ ხალხის განწყობასა და პატრიარქისადმი დამოკიდებულებას, შესაძლებელია, რომ ეს ციფრი ნამდვილი იყოს. ასევე, მაგალითად, ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობამ 80% შეადგინა. რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობებს თუ შევაფასებთ და გადავხედავთ, შესაძლებელია, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ 15-დან 13 პარტიას აქვს, როგორც ხედავთ, 1-დან 3%-მდე, ამ ფონზე კი ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ერთეულით მეტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობებია, მაგრამ ამ ფონზე ძალიან საყურადღებოა, რომ კონფლიქტის თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში აინტერესებს 5%-ს. ეს დამაფიქრებელთან ერთად შეუძლებელიცაა, რადგან შეუძლებელია, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 5% იყოს დაინტერესებული ამ პრობლემით.

 

აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ისინი ცდილობენ, აზრის ფორმირება მოახდინონ საზოგადოებაში და ეს პრობლემა რატომღაც მივიწყებულ პრობლემათა რიგს მიაკუთვნონ, ანუ შეცვალონ, ან მიაძინონ ქართველი ხალხის მკაფიო პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. ასევე შეუძლებელია, ხალხის 80%-ს სურდეს ევროინტეგრაცია, ამასთანავე მიიჩნევდეს, რომ სახელისუფლებო გუნდი, „ქართული ოცნება“, რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და ამავდროულად ზედიზედ რამდენიმე ვადით ხელისუფლებაში მოჰყავდეს ეს პარტია. დაისვა კითხვა: ახლა რომ ტარდებოდეს არჩევნები, ხმას ვის მისცემდითო? - შეუძლებელია, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს 19% და „ნაციონალურ მოძრაობას“ - 14%. ყველამ ვიცით, რომ ასეთი მცირე სხვაობა შეუძლებელი და აბსურდულია.

 

საერთო ჯამში, კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დაკვეთა. ეს არ არის ის რეალობა, რომელსაც ქართულ საზოგადოებას უნდა სთავაზობდეს ავტორიტეტული კვლევა! როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილსა და შალვა ნათელაშვილს ერთი და იგივე რეიტინგი ჰქონდეთ?! -ეს მოცემულობა უკვე ღიმილის მომგვრელია.

 

ვის ეჯიბრებიან? - კაცს, მეცენატს, ქველმოქმედს. აბსურდია, რომ მათ ერთნაირი რეიტინგი ჰქონდეთ. ეს პოლიტიკური დაკვეთაა, რომელიც, ალბათ, ჯეროვნადაც ვერ შესრულდა რეალურად. არ ვიცი, რა იყო გეგმაში, მაგრამ ცალსახად ნათელია, რომ დილეტანტმა, უბრალო მოქალაქემ, რომელიც კვლევების დიდი მცოდნე არ არის, რომ გადაავლოს თვალი, თავისთავად მიხვდება ყველაფერს. კვლევას აქვს თავისი ტექნიკა, როგორ უნდა აწარმოო იგი იმისათვის, რომ იყოს სრულყოფილი და პროდუქტიული, იმ შედეგის მომცემი, რა მიზნითაც ეს კვლევა კეთდება. ცალსახად ნათელია, რომ ეს არის აბსურდული, პარტიის ოფისში დაწერილი შედეგები, რომელიც დიაგრამით ასახეს და „ავტორიტეტულმა“ ორგანიზაციამ სააშკარაოზე გამოიტანა“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.