გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი IRI-ს კვლევაზე: იმ ადამიანებს, რომლებიც ორი დღეა გულზე მჯიღს იცემენ, ვურჩევდი ამ ლეგალურ პროცესში, რასაც კაცობრიობამ არჩევნები დაარქვა, ამაში მიიღონ მონაწილეობა, ეს არის ყველაზე ლეგიტიმური რეიტინგი

27-04-2023

„ორი დღეა ვუყურებ აბსოლუტურად არაჯანსაღ აჟიოტაჟს. ოპოზიციაში ზოგს 0,5%-ით თავისი რეიტინგის ზრდა უხარია, ზოგს 1% და 2%-ით ზრდა უხარია და ა.შ. იმ ადამიანებს, რომლებიც ორი დღეა გულზე მჯიღს იცემენ, ვურჩევდი ამ ლეგალურ პროცესში, რასაც კაცობრიობამ არჩევნები დაარქვა, ამაში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის უტყუარი, ყველაზე ლეგიტიმური რეიტინგი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

დეპუტატმა მაგალითისთვის მოიყვანა 2023 წლის 29 აპრილს შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატების სია, სადაც უმეტეს მათგანში ოპოზიციონერი კანდიდატები წარმოდგენილი არ არის. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა არჩევნებში მათი არ მონაწილეობა დამარცხებას, ცაგარეიშვილი პასუხობს, რომ ისინი ერიდებიან საარჩევნო ბატალიებში შემოსვლას წინა საარჩევნოდ იმიტომ, რომ უპირობოდ დამარცხდებიან.

 

„მე არ დაგზარდით, შევედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე. მოგეხსენებათ, 29 აპრილს შუალედური არჩევნებია საქართველოში ზოგიერთ საარჩევნო ოლქში და ახლა წაგიკითხავთ, პირველი ცხრილია- საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები: გურჯაანი, თიანეთი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი -„ქართული ოცნება“. ერთადერთი ტყიბულში საინიციატივო ჯგუფს აქვს დაყენებული. 29 აპრილს გასამართ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტიებმა, რომლებმაც ჯერ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ და შემდეგ გააუქმეს: „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“- გიგა ბოკერია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავმჯდომარე- გიორგი ვაშაძე.

 

ეს ის ვაშაძეა დღეს რომ თქვა პროლეტარებო მთელი ქვეყნისა გაერთიანდითო? ოპოზიციას რომ მოუწოდა ყველა ერთად უნდა ვიყოთო. შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერების 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნების წარდგენილი მერობის კანდიდატები: ცაგერი, თერჯოლა- „ქართული ოცნება“.

 

ხედავთ ვინმეს ოპოზიციიდან? მათი გადაწყვეტილება ისე აღვიქვით, რომ ისინი ერიდებიან საარჩევნო ბატალიებში შემოსვლას წინა საარჩევნოდ, 2024 წელს ვგულისხმობ იმიტომ, რომ უპირობოდ დამარცხდებიან და შანსი არ აქვთ. ნული აქვთ რეიტინგი, როგორც არ უნდა უხაროდეთ 1%-იანი ზრდა ზოგ-ზოგიერთს და ერთი კარგი რამ კიდევ გამოჩნდა, დიდი სიცრუე, რომელიც ხაბეიშვილმა თქვა, რომ იმის მერე, რაც მე თავმჯდომარე გავხდი 3-4 თვეში 6% მქონდა და 14% გამიხდაო. ჯერ ერთი ის NDI-ის [კვლევა] იყო და ძალიან უადგილო და არასერიოზული შედარებაა. ასეთი სიცრუე, რომელიც ერთ დღეში თვალხილული გახდება საზოგადოებისთვის უბრალოდ არც შენს თავს და არც საზოგადოებას არ უნდა აკადრო “- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

ცაგარეიშვილმა ასევე გაიხსენა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი, ისაუბრა თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და აღნიშნა, რომ სწორედ იქიდან მოყოლებული არ ენდობა მსგავს კვლევებს.

 

„IRI-ს და მათ შორის, NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ჩემი მწარე გამოცდილება მაქვს და პირველად შევეჩეხე ესეთ საშინელ უსამართლობას 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც სააკაშვილმა გააყალბა არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს. გაუგონრად გაყალბდა მაშინ არჩევნები. იმჟამინდელ ოპოზიციას საოცარი რეპრესიების ქვეშ გვიწევდა ბრძოლა, როცა 14 თუ 15% დაგვიწერა IRI-მ და ლევან გაჩეჩილაძემ მიიღო 30%-ზე მეტი, თუმცა, ისიც გაყალბებული იყო. იმ გაუკუღმართებული ცესკოს ხელშიც, სადაც მგონი თარხნიშვილი იყო თავმჯდომარე, ჭიტლაყი რომ ამოარტყეს რუსთაველის თეატრთან, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეზე, ეს ის თარხნიშვილია.

 

იქიდან მოყოლებული მე ვერ და არ ვენდობი ამგვარ კვლევებს. არც იმას ვენდობი, ვინც ველს ატარებს და ამ თარხნიშვილს და სხვებს, პირდაპირ ამ ველზე ვინც გადის იმ ორგანიზაციებთან უშუალო კავშირი აქვთ დღემდე და ველზე მომუშავე ეს ორგანიზაციები არც NDI-ს და არც IRI-ს იმ საშინელი გაყალბებული არჩევნების მერე არ შეუცვლია. უკვე 15 წელი გავიდა და ერთი და იგივე პარტნიორი ჰყავს როგორც ერთ ორგანიზაციას, ისე მეორე ორგანიზაციასაც.

 

ამიტომ, მე კიდევ ბევრი შემიძლია რეიტინგებზე გესაუბროთ. მოკლედ შემიძლია გითხრათ- აგერ არის მთავარი რეიტინგები. თუ გაქვთ რამის შნო და ლაზათი ბატონებო და ქალბატონებო ოპოზიციიდან მიბრძანდით და კენჭი იყარეთ, აბა სცადეთ ბედი რამდენ ხმას წამოიღებთ“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.