გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კამპანია „შეცვალე სცენარი - ითამაშე შენი როლი" გაიმართა

27-04-2023

ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის დიდ სცენაზე გაიმართა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კამპანია „შეცვალე სცენარი - ითამაშე შენი როლი".

 

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო მონაწილეობას და წაახალისოს მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ამ ინიციატივით, ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი კულტურის გაძლიერებას და წაახალისებს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კამპანია ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეებისა და ადგილობრივი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და ამასთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ინიციატივა მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, დაინტერესებული მოქალაქეები, რომლებსაც ღონისძიების განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ინტერაქტიულ პერფორმანსში, სადაც მონაწილეებს არ ჰქონდათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ემოქმედათ და გაეუმჯობესებინათ გარემო. პერფორმანსმა აჩვენა, რომ მცირე ინიციატივებსაც კი შეუძლია საზოგადოებისთვის სასიკეთო მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს.

 

გარდა პერფორმანსისა, ღონისძიების სპიკერებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვეს მათმა ინიციატივებმა საზოგადოების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მიაღწიეს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

 

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.