გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია შეიქმნება

27-04-2023

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით  „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია“იქმნება. ენციკლოპედია 4 ტომად გამოიცემა და მასზე თსუ მეცნიერები, მკვლევრები, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავებენ.

 

აღნიშნული ინიციატივა თსუ რექტორმა საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს გააცნო და განაცხადა, რომ შეიქმნება სარედაქციო კომისია, რომელიც ოთხტომეულის გამოცემაზე იმუშავებს. მისი თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ ენციკლოპედია მნიშვნელოვანი მასალა იქნება მკვლევრებისთვის და საინტერესო საკითხავი ნებისმიერი მკითხველისთვის. ოთხტომეულში გაერთიანდება ყველა ფაქტი, მოვლენა, სახე, სახელი, რომელიც უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და რომელთაც დიდწილად განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. მასში თავს მოიყრის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი და შეუსწავლელი მასალა, რომელიც ინახება თსუ მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებსა და ფაკულტეტებზე.“

 

ენციკლოპედიასთან ერთად იგეგმება თსუ-ის ისტორიის ცალკე გამოცემა, რომელიც საჩუქრად გადაეცემათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ას წელზე მეტია სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაზღვრავს ქვეყანაში მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.  აღნიშნული ინიციატივა ერთის მხრივ, გააცნობს თსუ სტუდენტებს უნივერსიტეტის შექმნისა და არსებობის იდეას, ამავე დროს, იმ ადამიანების ღვაწლს, რომლითაც დღემდე ამაყობს ქვეყანა.