გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში ცოლ-ქმარს 7 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა

31-07-2018

რუსთავში, დოლიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კერძო დასახლებაში ცოლ-ქმარს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, უცნობმა მამაკაცებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარის შემდეგ, მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.

„ჩვენთვის ვისხედით მანქანაში. მოვიდა შვიდი აზერბაიჯანელი. გვცემდნენ, გვირტყამდნენ, გაქცევას ვაპირებდით, გვიჭერდნენ, მივრბოდით და მოგვდევდნენ.

გვითხრეს, ჩვენი ტერიტორიაა და დატოვეთ აქეაურობა“- განაცხადა დაზარალებულმა.

გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.