გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

27-04-2023

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამმისიის ხელმძღვანელმაჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე.


განხილულ იქნა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.


შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ. დავით გამყრელიძე, ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.