გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონელ ტუროპერატორებს მასპინძლობს

28-04-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტულიკომპანიებისთვის ინფოტურს მართავს.


ტურის ფარგლებში საქართველოს 12 პოლონელი ტუროპერატორი ეწვია.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსა და  საქართველოს საქმიანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  ინფოტურის მონაწილეები თბილისის, კახეთის სასტუმროებსა და  საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. 


პოლონელი ტუროპერატორები მცხეთას, წინანდალს, თელავს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვევიან.


ინფოტური პოლონეთიდან თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით განხორციელდა.