გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის ზრდა ფიქსირდება

28-04-2023

მიმდინარე  წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა - 147,973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  46%-იან მატებას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნია, რომ ფოთის ნავსადგურში, მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი - 52,475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 51,272 TEU.


წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იან ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1,229,548 ტონა შეადგინა. აქედან: ბათუმში გადამუშავდა 107,176  ტონა, ფოთში -  115,589 ტონა.

"საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა   1,190,301 ტონა, რაც განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).


წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა. თუმცა  ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი - 325,368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით კი გაიზარდა. აქვე, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა გვქონდა" - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.