გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ აწყურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28-04-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების აწყურისა და თისელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი  აქტიურად მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში გზის1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.


აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზას კაპიტალური რეაბილიტაცია აქ პირველად უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ კი,   როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ვიზიტორები კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.


სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.