გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანრი ოხანაშვილი: დროა, ევროპამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

28-04-2023

ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გზა აქვს, ეს არის ევროინტეგრაცია, რომელიც აირჩია ხალხმა და ამ გზას მიჰყვება საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„ამის დასტურია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ევროპული პოლიტიკა კეთდება და სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი გუნდის ლიდერები წარმოდგენილები იყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა ეყრდნობოდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესს და იმას, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.


მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს.


„ახლა სამართლიანი შეფასების მოლოდინი გვაქვს. სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო, ეს თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც დაადასტურეს. დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოანიჭოს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.