გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი: საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება არა რაიმე ობიექტურობის დადგენას ან რამე საკითხის გარკვევას, არამედ სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და ზეწოლას

28-04-2023

ჩვენ და ჩვენი საზოგადოება წლებია ვაკვირდებით, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ პირდაპირი განზრახვა და მიზანი, მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლისთანავე დაიწყო.


„თქვენ გახსოვთ მოწოდებები „ქართული ოცნებისადმი“, რომ არცერთი მოსამართლე არ უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლო სისტემიდან 2013 წელს და შემდეგ. პირიქით, უნდა შექმნილიყო გარანტიები სასამართლო სისტემისთვის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.


მისივე თქმით, მმართველი პარტია არასდროს დაუჭერს მხარს მართლმსაჯულებაში პოლიტიკის შეტანას.


„ეს დრო დასრულდა. ეს დრო დაასრულა „ქართულმა ოცნებამ“ იმ უმნიშვნელოვანესი რეფორმებით, რომლითაც სასამართლო სისტემის სრული დეპოლიტიზება. ასეთი ტიპის მოქმედებები - საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება არა რაიმე ობიექტურობის დადგენას ან რამე საკითხის გარკვევას, არამედ სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და ზეწოლას. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ის სამართლებრივი ბერკეტები და სივრცე, არ მივცეთ რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს სასამართლოში პოლიტიკის შეტანის შესაძლებლობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.