გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, ნახეთ რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში; ჰელენ ხოშტარია, მაქარაშვილი და ზურა გირჩი რა ძალას ეჯახებიან ხვდებიით?

28-04-2023

მარტო დარჩნენ ამ სამყაროში - ანტიპუტინისტები! “გადავხედე იმ კონფერენციის(CPAC) ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. პირველ კონფერენციაზე 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, ნახეთ რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან”- ამის შესახებ მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“დავინტერესდი, გადავხედე იმ კონფერენციის (CPAC) ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. თურმე, 1970-იან წლებში, ამერიკაში, პროპუტინისტური და ჰომოფობიური ყოველწლიური კონფერენცია დაუფუძნებიათ. პირველ კონფერენციაზე 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს.

 

პროპუტინისტურ კონფერენციებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა ამერიკის სხვადასხვა შტატებში, ასევე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, მექსიკაში, სამხრეთ კორეაასა და სხვა ქვეყნებში, მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები, გუბერნატორები, სენატორები, კონგრესმენები, მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები, დიპლომატები, იურისტები, ბიზნესმენები და ა.შ. გასულ წელს, ეს პროპუტინისტური ყრილობა, ფლორიდაში ჩატარებულა და სიტყვით ტრამპიც კი გამოსულა, რომელიც რეიგანის და ჯორჯ ბუშის შემდეგ მესამე პრეზიდენტი იყო, ვინც კონფერენციას მიმართა.

 

სახელმწიფო მდივანი პომპეოც ყოფილა სპიკერი, სენატორი ტედ კრუზიც და კიდევ ათეულობით კონგრესმენი და სენატორი. ძალიან შევშფოთდი, წელს, პროპუტინისტური და ჰომოფობიური კონფერენცია ევროკავშირისა და ნატოს წევრ პროპუტინისტურ უნგრეთში ტარდებაო. რაზე შეიძლება ისაუბრონ პროპუტინისტურ კონფერენციაზე თუ არა - ქრისტიანობაზე, ოჯახზე, ლგბტ პროპაგანდით გამოწვეულ პრობლემებზე, ეროვნულ თვითმყოფადობაზე და სხვა არაპროგრესულ და ბნელ იდეოლოგიაზე… ოხ ეს პუტინი რა, ნახეთ რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან…. რეიგანი, ბუში, ტრამპი, ორბანი, პომპეო, ტედ კრუზი, სენატორები და კონგრესმენები, შტატების გუბერნატორები, სამხრეთ ამერიკული, ევროპული, აზიური ქვეყნების ყოფილი და მოქმედი ლიდერები, ამერიკული გამომცემლობები, ჟურნალისტები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ყველანი პ რ ო პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი ყოფილან… არ ვიცი რა, არ ვიცი… ჰელენ ხოშტარია, მაქარაშვილი და ზურა გირჩი რა ძალას ეჯახებიან ხვდებიით…? მარტო დარჩნენ ამ სამყაროში - ანტიპუტინისტები! ძლიერები და შეუდრეკელნი!!!”- წერს ვატო შაქარიშვილი.