გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა რეზიდენციაში უმასპინძლა

29-04-2023

საქართველოსა და თურქეთს შორის, მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, მისი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.


მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ. უწყების ხელმძღვანელმა ელჩს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თურქი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში მყისიერი დახმარებისთვის და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც საბაჟო დეპარტამენტი, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო, ჰუმანიტარული ტვირთების სწრაფად გატარების კუთხით ახორციელებს.


შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.