გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი "რა არის ევროპა?" ჩატარდა

1-05-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი "რა არის ევროპა?" ჩატარდა. შეხვედრებს ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო.


ორდღიანი სემინარის ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის ინსტიტუციები, კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ფორმები, საქართველოს ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები. შეხვედრების ბოლოს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან  სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.