გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი ამილახვარმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა

1-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა, რომელიც კურატორობას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს.

  

ნოდარ პაპუკაშვილს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებს. გამოცემული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია.