შაბათი, მაისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ნინო ფოჩხუა: ამ ბატონს ნამდვილად არ აქვს დისკუსიების გამართვის უფლება მოსახლეობასთან, რადგან თუ ვინმე არღვევდა ევროპულ ფასეულობებს და მოქმედებდა რუსული მეთოდებით, ეს გიორგი ქადაგიძე იყო

1-05-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ვიდეო-მიმართვას სოციალურ ქსელში აზიარებს, რომელიც საზოგადოებას ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 

ფოჩხუას თქმით, მას შეუძლია გაუცნობიერ ადამიანებთან გაჭრას მისმა სიცრუემ, მაგრამ არა იმ ხალხთან, ვინც იცის ამ ორი ქვეყნის ისტორია, ალბათ ამიტომაც ითხოვს წინასწარ რეგისტრაციას, იმ მიზეზით, თითქოს ადგილები შეზღუდულია და დასწრებაზე კი მოთხოვნა დიდი.

 

“ყველას ყველას და ამ ბატონს ნამდვილად არ აქვს უფლება, მითუმეტეს დისკუსიების გამართვის მოსახლეობასთან. თუ კი ვინმე არღვევდა ევროპულ ფასეულობებს და მოქმედებდა რუსული მეთოდებით, ეს გიორგი ქადაგიძე იყო.

 

რა ირლანდია რა ესტონეთი, კი შეუძლია გაუცნობიერ ადამიანებთან გაჭრას მისმა სიცრუემ, მაგრამ არა იმ ხალხთან, ვინც იცის ამ ორი ქვეყნის ისტორია, ალბათ ამიტომაც ითხოვს წინასწარ რეგისტრაციას, იმ მიზეზით, თითქოს ადგილები შეზღუდულია და დასწრებაზე კი მოთხოვნა დიდი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.