გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

1-05-2023

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, დავიდ კავანოს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.


ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რეიჩელ ტომსონს მიულოცა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების, ავსტრალიის ჯგუფის, სადაც გაწევრიანებულია საქართველო (constituency), ხელმძღვანელად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.


შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.


როგორც აღინიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.