გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან საქართველოში ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების გაფართოების საკითხები განიხილა

1-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან,ჟოზე აველინო ბეტანიკურთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ჟოზე აველინო ბეტანიკურს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და განათლების სისტემაში განხორციელებული არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის.

 

მინისტრმა სამოციქულო დესპანს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო. გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერის კუთხით ვატიკანთან არსებული თანამშრომლობა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში მხარეებს შორის კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მკვლევართა ჯგუფი იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც „Propaganda Fide“-ს საისტორიო არქივში დაცულ ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებულ   ჯერ   კიდევ შეუსწავლელ წყაროებზე  დაიწყებს მუშაობას. აღნიშნული საარქივო მასალაუცნობია სამეცნიერო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათი აღნუსხვა და სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს ახალი კვლევების განხორციელებასა და ახალი ცოდნის შექმნას.

 

თავის მხრივ, ჟოზე აველინო ბეტანიკურმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობაგამოხატა და აღნიშნა, რომ ვატიკანის საელჩო ამ მიმართულებით, სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.